VOLIS-e tutvustus
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება VOLIS-ში!VOLIS (ადგილობრივი დემოკრატიული პროცედურების სისტემა) შეიქმნა იმ მიზნით, რომ: - ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღონ გადაწყვეტილებები სწრაფად, მარტივად და ნაკლები ფინანსური რესურსით, რისთვისაც გამოვიყენებთ კომპიუტერულ პროგრამას; - ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილებების შესახებ სრული ინფორმაცია გაზიარებულ იქნას საზოგადოებასთან და მოხდეს მოსახლეობის წახალისება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესებში. VOLIS-ი ქმნის სამუშაო გარემოს საკრებულოს და ადგილობრივი მთავრობების წევრებისთვის და აჩვენებს მოსახლეობას თუ რა ხდება სხდომების დღის წესრიგის და კენჭისყრის შედეგების ჩათვლით. ასევე პროგრამა ინტერნეტის საშუალებით ავტომატურად ამზადებს სხდომების პროტოკოლს/ანგარიშს. საინფორმაციო სისტემის ძირითადი მახასიათებლები: - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მართვა და გადამუშავება VOLIS-ის დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას ახორციელებს ესტონეთის მუნიციპალიტეტების ასოციაცია. Volis-ის პირვანდელი ვერსიის დაფინანსება მოხდა ევროკავშირის თანხებით, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან. VOLIS არის უფასო ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა! |